სპორტი
ნინოწმინდაში ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა
ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა ნინოწმინდაში, რომელშიც მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუნდებმა მიიღეს. ჩემპიონატში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა.

სოფელ ორჯალოში მცხოვრები სპორტსმენის, სერგეი ტონოიანისადმი მიძღვნილ ტურნირში პირველ ადგილზე გორის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი - ნინოწმინდის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ სათხის გუნდმა დაიკავა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ასევე ახალციხის, ადიგენისა და სოფელ ოროჯოლარის გუნდები. გუნდის წევრის ოთარ ჯინჭველაძის თქმით, ახალციხის გუნდში მის გარდა კიდევ სამი წევრი - გიორგი სუდაძე, გლახო ნებაძე და ნინი ველიჯანაშვილი თამაშობდა.

ჩემპიონატში, ახალციხის გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა.
| Print |