სპორტი
„ჯანსაღი ცხოვრების წესი - შენი არჩევანია“ - შეხვედრა სპორტსმენებთან
„ჯანსაღი ცხოვრების წესი - შენი არჩევანია“ პროექტის ფარგლებში SKYE New Possibility კლუბის ორგანიზებით შემეცნებითი სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახლმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ შერეული ორთაბრძოლის მებრძოლი სპორტსმენი ამირან გოგოლაძე და თავისუფალი ჭიდაობა და ძიუდოს წარმომადგენელი ილია ტაბეშაძე.

სესიის მიზანი ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ამაღლება იყო.

skye კლუბი ახალციხეში მე-5 თვეა ფუნქციონირებს.

SKYE New Possibility ფუნქციონირებს „კომპენტენციები დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით World Vision საქართველოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


| Print |