სპორტი
ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ჩემპიონატი დაიწყო

 

ახალციხის სპორტსკოლაში, მინი ფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო.

 

მასში მონაწილეობას ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ.

ჩემპიონატის გამართვის ინიციატივა სპორტსკოლის დირექტორს გრიგოლ ტაბატაძეს ეკუთვნის. ტურნირში პატარების ოთხი და დიდების ხუთი გუნდი მონაწილეობს.

ჩემპიონატი დღეს დაიწყო. ნახევარფინალური შეხვედრები ხვალ, 17 აპრილს გაიმართება, ფინალი კი 18 აპრილს. გამარჯვებულებს სიგელებსა და თასებს გადასცემენ.

 


| Print |