სპორტი
ახალციხის გუნდი „მხიარული სტარტები 2019“ მეორე ადგილზე გავიდა
ახალციხის სასპორტო სკოლაში ,, „მხიარული სტარტები 2019“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული თამაშები გაიმართა.

რეგიონის პირველობისათვის ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალში ახალციხის №5 და ბორჯომის №3 საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.



პირველი ადგილი ბორჯომის №3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი კი ახალციხის გუნდი გახდა. ფინალისტი გუნდები მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს თასი გადაეცა.



გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს პირველობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ტარდება.

| Print |