სპორტი
ახალციხელმა მოკრივემ რეიტინგისთვის იბრძოლა

 

ხვიჩა გიგოლაშვილმა წარმატებული ასპარეზობისთვის თასი მიიღო.

 

ბრძოლა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში პროფესიონალ მოკრივეებს შორის გაიმართა. მონაწილეების მთავარი მიზანი რეიტინგში წინა ადგილებზე გადასვლა იყო.

"ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა და როცა გავედი დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი. ყველაფერი გავაკეთე ამისთვის და გავიმარჯვე კიდეც. ძალიან დიდი სიხარული იყო, როცა ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და მთხოვდნენ ავტოგრაფებს, იღებდნენ ფოტოებს. ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე ძალიან მაგრად", - გვითხრა ხვიჩა გიგოლაშვილმა.

„ხვიჩა ფრანგ მოკრივეს ლაჰუსეინ ლაუდის შეხვდა, დაამარცხა და ძალიან კარგი შედეგი დადო“, - ამბობს მწვრთნელი არტურ ამბარიანი.

24 წლის ხვიჩა გიგოლაშვილი შეჯიბრებაზე საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ გაუშვა.
| Print |