რეგიონი
ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა და ცოცხალმა ძალამ ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსხახურის ინფორმაციით, სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ორივე კერის ლიკვიდაცია წუხელივე მოხერხდა და ახლა მითი ლიკვიდაცია მიმდინარეობს. 

ხანძარი გუშინ, 15 მაისს, მიუდგომელ ადგილზე გაჩნდა. ცეცხლს გვიანობამდე აქრობდა 150-მდე მეხანძრე-მაშველი და საჰაერო ტექნიკა. ცუდი ხილვადობის გამო, ტექნიკამ და ცოცხალმა ძალამ მუშაობა შეწყვიტა, თუმცა მთელი ღამით ადგილზე 100-მდე მეხანძრე დარჩა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |