სპორტი
ასპინძის რაგბის ბაზაზე აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართება
18-19 მაისს, ასპინძის სარაგბო ბაზა, აფხაზეთის ღია პირველობას რაგბში უმასპინძლებს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის რაგბის ფედერაციასთან ერთად მართავს.

შეჯიბრება 19 მაისს, 11.00 სთ-ზე დაიწყება, დაჯილდოება გაიმართება 16.00 სთ.

ღია პირველობა ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით და დიპლომებით.

აფხაზეთის ღია პირველობა მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას და პოპულარიზაციას დევნილ ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.
| Print |