სპორტი
ზურაბ მეკეიძე ნარდში ჩემპიონია (ვიდეო)
ნარდის ჩემპიონატი ახალციხის ზრდასრულთა ცენტრში, კვირას, 19 მაისს გაიმართა, რომელშიც 16 მსურველი მონაწილეობდა.

თამაში ოლიმპიური სისტემით წარიმართა. საბოლოოდ, პირველ ადგილზე ზურაბ მეკეიძე, მეორეზე კი ომარ ხრიკაძე გავიდა. გამარჯვებულს ნარდი, მეორე ადგილზე გასულს კი ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის საამქროში დამზადებული ხელნაკეთი შანდალი გადაეცა.

ტურნირში მონაწილეობა 18 წელს ზემოთ სპორტსმენებმა მიიღეს. ნარდის ჩემპიონატის 16-ივე მონაწილეს სიმბოლურად სერტიფიკატები გადასცეს.
ტურნირი ახალციხის ზრდასრულთა ცენტრის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა.

მას მხარდაჭერას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ახალციხის სპორტსკოლა უწევდა. ნარდის ჩემპიონატს სპორტსკოლის დირექტორი გრიგოლ ტაბატაძე მსაჯობდა.

,,ვაპირებთ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები სპორტის სხვა სახეობებშიც ჩავატაროთ“ - აღნიშნავს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი თამუნა კაპანაძე.

| Print |