სპორტი
ახალციხელმა მოსწავლეებმა მძლეოსნობაში პირველი ადგილი აიღეს
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019 “-ის მძლეოსნობის ზონალურ შეჯიბრში, ახალციხის N3 სკოლის ვაჟებისა და N6 სკოლის გოგონების გუნდებმა გაიმარჯვეს.

სპორტული ღონისძიება თბილისში, ლისის ტბაზე გაიმართა.

ორივე გუნდს თასი, 12-ვე მონაწილეს კი სიმბოლურად სიგელები გადასცეს.

,,მთავარი კონკურენტი ვინც იყო ის დავამარცხეთ, საქართველოს პირველობაზე გამარჯვების აღარ გვეშინია“, - ამბობს ახალციხის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი მაია სხირტლაძე.

ახალციხელი გუნდები ივნისის თვეში, ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს პირველობისათვის იბრძოლებენ. ამ ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, ორივე გუნდმა ზონალურ შეჯიბრებამდე ჯერ მუნიციპალიტეტის, შემდეგ კი რეგიონის პირველობა მოიპოვეს.

| Print |