სპორტი
ნარდი, მკლავჭიდი და ჭადრაკი - ტურნირი ახალციხის ციხეზე (ფოტო/ვიდეო)
ახალციხის ციხეზე დამოუკიდებვლობის დღესთან დაკავშირებით, სპორტული ღონისძიებები იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სპორტის სამ სახეობაში ნარდში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში გამეჯვებულებს სიმბოლურ საჩუქრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გადასცემს.

ჭადრაკის ტურნირში მონაწილეობის მიღება ორ ჯგუფში – 12 და17 წლამდე ასაკის მონაწილეებს შეუძლიათ.

ნარდის შეჯიბრში მონაწილეობა ასაკის მიხედვით შეზღუდული არ არის, მკლავჭიდში კი ერთმანეთს მსურველები 50, 60, 70, 80 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეეჯიბრებიან. 
| Print |