სპორტი
ალიკას თასი - უდეში აგვისტოს ომის გმირის სახელობის ტურინირი ჩატარდა
ადიგენის სოფელ უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, არტემ ბალახაშვილის სახელობის საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. მასში მონაწილეობას ცხრა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

საფეხბურთო ტურნირში, ზედიზედ მესამე წელია, სოფელ უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდი იმარჯვებს. მეორე ადგილზე ლელოვნის, მესამეზე კი ენთელის სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. საპრიზო ადგილის მფლობელები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვეს.

არტემ ბალახაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიღუპა. ომის გმირის სახელობის ჩემპიონატი, მის მშობლიურ სოფელში ყოველ წელს იმართება. სპორტულ ღონისძიებას ორგანიზებას გარდაცვლილი მეომრის მამა უწევს.

| Print |