სპორტი
რაბათის ციხის მხედარი გიორგი გახელაძეა
მოტორბოლის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულების დაჯილდოვება ახალციხის ციხეზე გაიმართა.

ტურნირში თბილისისა და ახალციხის მოტოკლუბების 22 სპორტსმენი მონაწილეობდა. მოტორბოლა ახალციხეში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტსმენებმა სტარტი 12:00 საათზე, სოფელ ღრელის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე რთული რელიეფის, 40 კილომეტრიანი მონაკვეთი დაფარეს.

პირველ ადგილზე გასულმა ,,ენდურო ჯორჯიას" სპორტსმენმა გიორგი გახელაძემ თასი და ოქროს მედალი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ახალციხის მოტოკლუბის მრბოლელს არმენ გრიგორიანს და მესამე ადგილზე გასულ თბილისის კლუბის სპორტსმენს გიორგი ოთიაშვილს კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. მოტორბოლაში მონაწილე ყველა სპორტსმენი სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


შეჯიბრი თბილისის კლუბ ,,ენდურო ჯორჯიასა" და ახალციხის მოტოკლუბის (caste riders) ორგანიზებით, სამცხე–ჯავახეთში პირველად ჩატარდა. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მიზანს მოტორბოლისა და რეგიონის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.



| Print |