სპორტი
ახალციხელი მოკრივე იტალიაში სარეიტინგო ბრძოლას გამართავს

 

"ქართველ მაკგრეგორად" წოდებული ხვიჩა გიგოლაშვილი პროფესიონალების სარეიტინგო ბრძოლას გამართავს.

 

ახალციხელი მოკრივე იტალიაში, რეჯიო ემილიაში ადგილობრივ ფავორიტს მატია დე ბიანკის დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 ივნისს, 22:00 საათზეა ჩანიშნული.

კრივის ფედერაციის ინფორმაციით, ოფიციალური აწონვები დასრულებულია, ბრძოლას რეჯიო ემილიას სტადიონი ღია რინგზე უმასპინძლებს.


ფოტოზე: ხვიჩა გიგოლაშვილი

| Print |