რეგიონი
ტურისტული სეზონი აბასთუმანში (ფოტორეპორტაჟი)
აბასთუმანში ტურისტული სეზონი საზეიმოდ 15 მაისს გაიხსნა. ამ პერიოდში იწყება ე.წ. „დამტვერვა“ - ფიჭვის და ნაძვის ყვავილობა. ამ დროს კურორტზე ძირითადად, ბავშვიან ოჯახებს შეხვდებით. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამსვენებლების რაოდენობა ივნისის ბოლოდან მოიმატებს. მანამდე კი, ნახეთ როგორ გამოიყურება აბასთუმანი „დამტვერვის“ სეზონზე.
სტადიონი აბასთუმნის ცენტრალურ პარკში. როშა დამსვენებლების ერთადერთი გასართობი ადგილია 


აბასთუმანში ბინები დღიურად ქირავდება. საცხოვრებლის ფასი დღეში 30 ლარიდან იწყება და ფართის, საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, 100 ლარამდე იზრდება. 

აბასთუმანში სტუმრების სიმრავლე ჯერ არ შეიმჩნევა. კურორტზე დამსვენებლების რაოდენობა მაქსიმუმს ივლისი-აგვისტოს თვეში აღწევს. 

ფიჭვისა და ნაძვის გირჩებს ადგილობრივები ქაღალდზე შლიან. კვირტი ხმება, სკდება და იქიდან ყვითელი მტვერი გამოდის. 

მტვერი სასუნთქი გზებისა და ფილტვის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

წიწვოვანი ხის გირჩებისგან დამზადებული მურაბა და ჯემი. ერთ ქილას აბასთუმანში 10-12 ლარად შეიძენთ. 

მტვერს აბასთუმნის ყველა სავაჭრო ობიექტში შეხვდებით. ერთი პაკეტის ფასი 4 ლარია. 

გირჩის მტვერთან ერთად, დამსვენებლებს სამშენებლო მტვრის სუნთქვაც უწევთ. აბასთუმანში რამდენიმე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ძველი და ახალი გირჩები. 
| Print |