სპორტი
ახალციხეში ,,ევროპის კვირეულის“ ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით, ,,ევროპის კვირეული“-ს ფარგლებში, სპორტულ ღონისძიებებს გამართავს.

ღონისძიებების პროგრამა:

16-23 სექტემბერს, ცხრა აპრილის ქუჩაზე არსებულ მოედანზე, ტურნირი მინი ფეხბურთში (ფეხბურთის მოყვარულთა შორის 16 წლიდან ზემოთ).
მსურველებისთვის კენჭისყრა 13 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩატარდება

24 სექტემბერს, 16:00 საათზე, შეჯიბრი რუბიკის კუბიკის აწყობაში (გოგონები და ვაჟები).
24 სექტემბერს, 17:00 საათზე, ახალციხის ხელოვნურ ტბაზე, გუნდური შეჯიბრი ნავებითა და წყლის ველოსიპედებით (15 დან -18 წლამდე და 18 წლის ზემოთ).
| Print |