სპორტი
სარაგბო კლუბი "ტაო" პირველი ლიგის თამაშებს იწყებს
რაგბიში, საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატი 2019-2020 იწყება. სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი "ტაო" წელს ამ ლიგაში ითამაშებს. პირველი შეხვედრა რვა სექტემბერს, ფოთში გაიმართება, სადაც მესხი მორაგბეები "იბერიას" შეერკინებიან. 

"ჩემპიონატს ვხსნით და პირველი თამაში ფოთში გვაქვს",- გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ. 

ფოთელ მორაგბეებთან შეხვედრა 8 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე დაიწყება. 
| Print |