სპორტი
სამცხე-ჯავახეთის გოგონათა გუნდმა ჩემპიონატში ქულა დაკარგა

 

საფერხუბრთო გუნდმა „ზარზმამ“ საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კალენდარული მატჩი გამართა. მესხმა სპორტსმენებმა ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს.

,,ჩემპიონატი მისვლა-მოსვლის წესით ტარდება, შინ და გარეთ. ეს ჩვენი ნაკრებისთვის მე-16 თამაშია. საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩი დაგვრჩა“, - განაცხადა ბათუმის ნაკრების წარმომადგენელმა ნიკო ბარამიძემ.
ორივე ტაიმის შემდეგ გამარჯვება ბათუმის დინამომ მოიპოვა. თამაში სტუმრების სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა.

,,წვიმიანი ამინდის მიუხედავად, გამარჯვებას მაინც ველოდით. ჩვენ გამოცდილი გუნდი ვართ და შედეგიც სახეზეა“, - გვითხრა თამაშის დასრულების შემდეგ ,,დინამოს“ წევრმა თაკო დოლიძემ.

როგორც ბათუმის, ასევე ახალციხის ნაკრებისთვის ხელისშემშელი აღმოჩნდა უამინდობა. ,,მოედნის საფარი ცუდი იყო, ბურთი არ გორავდა კარგად და გვიხტოდა“, - ამბობს ახალციხის ნაკრების კაპიტანი ნათია კურტანიძე.

 

| Print |