სპორტი
პამაჯში მასტერ ლიგა ჩატარდა
პირველად ახალციხეში, სოფელ პამაჯმა „მასტერ ლიგას“ უმასპინძლა. ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ერთმანეთს ,,პამაჯი“ და ,,მესხეთი“ შეხვდნენ. თამაში ახალციხის გუნდ ,,მესხეთის“ გამარჯვებით, 7:1 დასრულდა. შეხვედრას მასტერ ლიგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა.

,, თამაშის ახალი ტიპია. მსოფლიოში 30-მდე ქვეყანა თამაშობს, სახალისოა და რაც მთავრია ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს ყველას“, - ამბობს ლაშა ჭეიშვილი.

მასტერ ლიგას შვიდ-შვიდი ფეხბურთელი 20-წუთიანი ტაიმებით თამაშობს. 7x7-ზე ჩემპიონატი 64 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარდება და მასში 212 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მუნციპალიტეტებში გამარჯვებული კი რეგიონულ შეჯიბრებაში იასპარეზებს.

მასტერ ლიგის ასოციაცია 2018 წელს ლაშა ჭეიშვილთან ერთად, ლაშა ჩალაძემ და აკაკი ხლაბუსტოვმა ჩამოაყალიბეს. ასოციაცია მიზნად ისახავს ფეხბურთის ახალი ტიპის პოპულარიზაციას.

მასტერლიგის 7x7-ზე შეხვედრები თბილისში, 7 მაისს დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდება.

| Print |