ახალციხელი ფეხბურთელი გოგოები მასტერ ლიგაში ჩაერთვნენ
12:03 / 10.09.2019
პირველად ახალციხეში, სოფელ პამაჯმა გოგოების „მასტერ ლიგას“ უმასპინძლა.
ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ერთმანეთს ,,ლომსია“ და ,,ზარზმა“ შეხვდნენ. თამაში გუნდ ,,ზარზმას“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრას მასტერ ლიგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა.
მასტერ ლიგას შვიდ-შვიდი ფეხბურთელი 20-წუთიანი ტაიმებით თამაშობს. 7x7-ზე ჩემპიონატი 64 მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარდება და მასში 212 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მუნციპალიტეტებში გამარჯვებული კი ჯერ რეგიონის, შემდეგ კი ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს.
მასტერლიგის 7x7-ზე შეხვედრები თბილისში, 7 მაისს დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდება.
მასტერ ლიგის ასოციაცია 2018 წელს ჩამოყალიბდა. ასოციაცია მიზნად ისახავს ფეხბურთის ახალი ტიპის პოპულარიზაციას.