სპორტი
"ტაომ" საშინაო მატჩი მოიგო

 

სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა "ტაომ" პირველი ლიგის საშინაო მატჩი გამართა. მესხი მორაგბეები თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ასპინძის რაგბის ბაზაზე დღეს, 14 სექტემბერს გაიმართა. 

პირველ ტაიმში სტუმრებმა რვა ქულა მოიპოვეს, მასპინძლებმა კი მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს გააქტიურება და სამი ლელო დადეს. შედეგად, თამაში 19:8, მესხი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.

"ტაომ" პირველი ლიგის პირველი თამაში ფოთის "იბერიასთან" გამართა. შეხვედრა მესხი მორაგბეების
გამარჯვებით დასრულდა.
| Print |