სპორტი
ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპისა და მსოფლიოს აწ უკვე ოთხ-ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა 25 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა ტაილანდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა.

ტალახაძემ ორივე მოძრაობაში სამ-სამი ცდა გამოიყენა. ატაცში 208 და 215 კილოგრამების შემდეგ 220-იც ასწია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. მეორე მოძრაობა - აკვრა კი ასევე ახალი რეკორდით - 264 კილოგრამით დაასრულა და მსოფლიო რეკორდი ორჭიდის ჯამშიც გააუმჯობესა - 484 კილოგრამით.
| Print |