სპორტი
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ დაიწყო (ფოტო/ვიდეო)
დღეს, ახალციხის ცენტალურ სტადიონზე „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ხათუნა ხმალაძესთან ერთად გარბენში მონაწილეობა მიიღეს, რის შემდეგაც ოლიმპიადა გახსნილად გამოცხადდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჰიმნის ფონზე კი მოსწავლეებმა დროშა აღმართეს.

რეგიონის კოორდინატორის უჩა კახნიაშვილის თქმით „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“ საქართველოს მასშტაბით გაიხსნა. თამაშები, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდება ( ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზრბენი) მუნიციპალიტეტი 38 სკოლა ჩაერთვება. გაიმართება შიდა სასკოლო, მუნიციპალური, რეგიონული და ზონალური თამაშები. ზონალურ თამაშში გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს პირველობაზე იბრძოლებს.


| Print |