სპორტი
ბოდიში საქართველოს ნაკრებს
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის პრესსპიკერმა საქართველოს ნაკრებსა და ქართველებს, საქართველო-ურუგვაის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული სიმღერის ჩართვის გამო ბოდიში მოუხადა.

„გულწრფელი ბოდიში გვინდა მოვუხადოთ ჩვენს მეგობრებს საქართველოდან შექმნილი უხერხულობისთვის. აღნიშნული შემთხვევა საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად განვიხილეთ და გვინდა გითხრათ, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთელმა მილტონ ჰეიგმა და ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაისთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენცია გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის ორგანიზატორებმა რუსული სიმღერა ჩართეს.

საუბარია ვალერი მელაძის სიმღერაზე "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონელებმა, სავარაუდოდ, მომღერლის გვარის გამო, ქართულ სიმღერად მიიჩნიეს.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ახალი ამბები სომხურ ენაზე
ახალი ამბები სირუშო ანტონიანთან ერთად

ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
ასპინძა -3 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 1 °C
img
თბილისი 5 °C
img
აბასთუმანი -1 °C
img
ბაკურიანი -4 °C
img
ნინოწმინდა -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2956
RUB
RUB
100
4.6553
TRY
TRY
1
0.5229
USD
USD
1
2.9776
AMD
AMD
1000
6.2437
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.