სპორტი
ახალციხელი ბიჭის გამარჯვება ინგლისის ჩემპიონატზე (ფოტო/ვიდეო)
ახალციხელმა მოკრივემ ინგლისის ქამრის მფლობელი დაამარცხა. ხვიჩა გიგოლაშვილმა გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში გაიმარჯვა. 

ლონდონში გამართული ბრძოლა 28 სექტემბერს ჩატარდა.

ჩემპიონატში სპორტსმენები ევროპის ქვეყნებიდან მონაწილეობდნენ.
"ყველა ბრძოლა მნიშვნელოვანია, ეს განსაკუთრებით იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მოწინააღმდეგე  ბრიტანეთის საჩემპიონო ქამრის მფლობელი იყო. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი შედეგი მომიტანა, რეიტინგი გამეზარდა, მაღალ საფეხურზე ავედი და WBO ვერსიის მსოფლიო ქამარზე მომეცა შანსი ვიბრძოლო"- ამბობს ხვიჩა გიგოლაშვილი.


24 წლის ხვიჩა გიგოლაშვილი, უკვე წლებია, კრივითაა დაკავებული.
| Print |