სპორტი
ახალქალაქელი მოკრივეები სომხეთიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ
სომხეთში ჩატარებულ მოკრივეთა საერთაშორისო ჩემპიონატში ახალქალაქის მოკრივეებმა პირველი გუნდური ადგილი დაიკავეს და 13 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 8 ოქროა.

27-29 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ მარტუნიში, კრივში ჩატარდა ჩემპიონატი, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების 28-ე წლისთავს მიეძღვნა.

ჩემპიონატში ახალქალაქიდან 13 სპორტსმენი ჩაერთო. მათგან 8 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ოქროს მედლები მიიღო - გრიშა ელიზბარიანმა, ჟირაირ საარიანმა, სტეფან ზოპუნიანმა, გორ აივაზიანმა, ვიგენ ფილოსიანმა, სამველ კაზარიანმა, არამ ხრიკიანმა და ალიკ კურგინიანმა. გორ აივაზიანი კრივში 2019 წლის ევროპის ჩემპიონია.

ყველა სპორტსმენი ახალქალაქის სპორტული კომპლექსის წევრია.
წყარო: JNEWS.GE
| Print |