სპორტი
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ აქტიური ცხოვრების წესი და სწორი კვება, გვიუმჯობესებს ჯანმრთელობასა და გვიხანგრძლივებს ცხოვრებას. ჯანსაღი ცხოვრების წესი არ გულისხმობს დაუსრულებელ დიეტებს, რათა ისეთივე გამხდრები ვიყოთ, როგორც გოგონები ჟურნალის გარეკანზე. პირიქით, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ფიზიკური ვარჯიში, დაბალანსებული კვება, სტრესთან გამკლავება. ამ ყველაფერზე ზრუნვას ყოველდღიურად უნდა ვახდენდეთ, რათა ვიცხოვროთ სრულფასოვნად, ვიყოთ ემოციურად და ფიზიკურად ჯანმრთელნი.
სტრესი, დაძაბულობა, გადაღლა, მავნე ნივთიერებებით სავსე ჰაერი თუ საკვები-ეს ყველაფერი გვაუძლურებს და ჩვენ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, დღევანდელმა ადამიანმა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. სწორედ მოწესრიგებული კვება, ფიზიკური ვარჯიში და სტრესთან ბრძოლა გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ აისახება თქვენს გარეგნობაზე. როდესაც საკუთარ თავს უთმობთ მეტ დროს, ვარჯიშობთ და იღებთ ჯანსაღ საკვებს, თქვენ დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ რომ გამოიყურებით ახალგაზრდულად. ვარჯიში ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და სწორედ ამიტომ კანი, ფრჩხილები და თმა ძლიერდება. კანი ივსება ვიტამინებითა და იმ ნივთიერებებით, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს.

მას შემდეგ რაც აქტიურად დაიწყებთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას, აუცილებლად იგრძნობთ ძალასა და ენერგიას, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე. ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადება, დიაბეტი, კიბო დღევანდელი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. რათ თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ გენეტიკური ფაქტორები, თუმცა ცხოვრების წესის გაუმჯობესებით შეგვიძლია შევამციროთ რისკები. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ნაკლებად ცხიმიანი საკვების მიღება, ყოველდღიურად 30 წუთიანი ვარჯიში და სიგარეტზე უარის თქმა მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკს.

ჯანსაღი ცხოვრება არამხოლოდ თქვენ ფიზიკურ მხარეს, არამედ თქვენ მენტალურ მხარესაც ეხმარება. თქვენ მალევე შეამჩნევთ როგორ გამოკეთდება გუნება-განწყობილება, ხასიათი და დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ჩაანაცვლეთ ცხიმი და ალკოჰოლი, ხილითა და ბოსტნეულით და თქვენ აუცილებლად დაამარცხებთ დეპრესიასა და ბრაზს. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ადამიანები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, არიან უფრო კომუნიკაბელურები, ბედნიერები და ხალისიანები.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება თქვენი არჩევანია. თქვენზეა დამოკიდებული იზრუნებთ თუ არა საკუთარ თავზე. განა რამეა ჩვენს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი? სწორედ დროის ნაკლებობისა და უამრავი პრობლემის გამო გვავიწყდება საკუთარი თავი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ნელ-ნელა მიეჩვიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და იყავით სამაგალითოები სხვებისთვის. თქვენ, ძალიან მალე შეამჩნევთ იმ დადებით ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაფერადებს.
წყარო: მეტრა.ჯი
| Print |