სპორტი
ახალციხის 2019 წლის ღია პირველობაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)
სასპორტო სკოლაში, “ახალციხის 2019 წლის ღია პირველობაზე“, კრივში ჩემპიონატი გაიმართა.

22 წონით კატეგორიაში ერთმანეთს შვიდი გუნდი შეეჯიბრა. საქართველოს რეგიონებიდან 55 მოკრივიდან (2004-2010 წლებში დაბადებულები) ახალციხელებმა 6 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გამარჯვებული სპორტსმენები მედლებითა და სიმბოლური სიგელებით დაჯილდოვდნენ.


| Print |