სპორტი
ახალციხეში ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით, ვაჟთა ფრენბურთში ტურნირს გამართავს. შეჯიბრში მონაწილეობა 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კენჭისყრა 15 ოქტომბერს, 12:00 საათზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება. ტურნირი 17 ოქტომბერს, 14:00 საათიდან დაიწყება.

გამარჯვებულები ფულადი პრიზებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულ გუნდს 300, მეორე ადგილზე 200, მესამეზე - 100 ლარიანი ჯილდო გადაეცემათ.

| Print |