სპორტი
ადიგენში რაგბის ფესტივალი ჩატარდება
შაბათს, 26 ოქტომბერს ადიგენში რაგბის ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახენ ინფორმაციას სარაგბო კლუბი ,,ტაო“ ავრცელებს.


,,რა არის მთავარი ჩვენი რეგიონისთვის? ეს რიტორიკული კითხვა არ არის და მარტივი პასუხი აქვს: ჯანსაღი მომავალი თაობა!!! დიახ, რაც მეტი ბავშვი იქნება ჩართული სპორტულ აქტივობებში, რაც მეტი მოზარდი გაეცნობა სწორ, გუნდურობის და თანაბრობის პრინციპზე დაყრდნობილ ფასეულობებს - მით უკეთესი მომავალი ელის ჩვენს რეგიონს და მთლიანად საქართველოს.

ამისთვის - ვცდილობთ, ბევრი ბავშვი ჩავაბათ ზუსტად ამ ღირებულობებით გაჟღენთილ სპორტის სახეობა - რაგბიში! იქმნება სარაგბო კერები მთელი რეგიონის მასშტაბით... ჩვენი ბიჭები ტაოდან წვრთნიან პატარებს და მათ საკუთარ გამოცდილებას გადასცემენ...

ძალიან მნიშვნელოვანია წვრთნის პროცესს ახლდეს დღესასწაულები - სარაგბო დღესასწაული კი ფესტივალია, სადაც ყველა ერთად იყრის თავს - თამაშობენ, იძენენ ახალ ჩვევებს, მხიარულობენ და მეგობრდებიან...

შაბათს, 26 ოქტომბერს ადიგენში ზუსტად ასეთ დღესასწაულს ვგეგმავთ ჩვენი ახალი მეგობრის "მონოგრაფის" მხარდაჭერით, რომელიც ჩვენთან ერთად ზრუნავს რეგიონში ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაზე!

ყველას გელოდებით ადიგენის სტადიონზე 26 ოქტომბერს, ორი საათიდან...“
- ვკითხულობთ სარაგბო კლუბ ,,ტაოს“ ოფიციალრ ფეისბუქ გვერდზე.

| Print |