რეგიონი
ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა
ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე.

კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის განსათავსებლად ახალქალაქში მდებარე რუსეთის ყოფილი ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც სირიის ქალაქ რაქას 740 კილომეტრით არის დაშორებული. კოფის „ტვიტერის“ გვერდზე შესაბამისი რუკაც აქვს გამოქვეყნებული იმ ადგილის მითითებით, სადაც შეიძლება განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები და აღნიშნულია, რა მანძილით არის დაშორებული ლოკაცია სირიის ქალაქ რაქას.

„ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - აღნიშნავს ლუკ კოფი. 

ლუკ კოფის ეკუთვნის ინიციატივა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ მე-5 მუხლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ გავრცელდეს.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ახალი ამბები სომხურ ენაზე
ამინდი
ახალციხე -5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
ასპინძა -2 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 0 °C
img
თბილისი -2 °C
img
აბასთუმანი -5 °C
img
ბაკურიანი -4 °C
img
ნინოწმინდა -3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2024
RUB
RUB
100
4.6032
TRY
TRY
1
0.4951
USD
USD
1
2.8647
AMD
AMD
1000
5.9868
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.