რეგიონი
ბორჯომ-ბაკურიანის "კუკუშკა" გაჩერდა

 

საგარეუბნო მატარებელი, რომელიც ბაკურიანს და ბორჯომს აკავშირებდა, გაჩერდა. "კუკუშკა" ერთი თვე აღარ იმოძრავებს. შპს "ჯიარ ბორჯომი ბაკურიანში" ამბობენ, რომ მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

"28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, "კუკუშკას" მოძრაობა შეიზღუდება. სარკინიგზო ხაზზე, სამუშაოები იწარმოებს კომპანიის დაკვეთით, რაც მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას. შპს "ჯიარ ბორჯომი ბაკურიანი" ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - წერია კომპანიის განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთი 1902 წელს გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც მეტსახელი „კუკუშკა“ შემორჩა.

 

| Print |
თეგები: კუკუშკა /