სპორტი
პირველ ნოემბერს ,,ტაო“ ,,ვეფხვებს“ დაუპირისპირდება
პარასკევს, 1 ნოემბერს, 14:00 საათზე, "ვეფხვები" "ტაოს" შეერკინებიან.

I ლიგის VII ტური სტარტს ასპინძაში, ადგილობრივი "ტაოსა" და "ვეფხვების" დაპირისპირებით აიღებს.

სარაგბო კლუბ ,,ტაოს" ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: 

,,ზედიზედ მესამე თამაშია სამ ურთულეს მოწინააღმდეგეს ვხვდებით... საჩემპიონატო ცხრილის სამ ფავორიტს... პირველ ნოემბერს ამ სამიდან დღეის მდგომარეობით მეორე ადგილოსან პატარძეულის "ვეფხვებს" ვერკინებით, რომელიც ლიდერ "არესს" მხოლოდ გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობის ოდენობით ჩამოუვარდება, თორემ ქულა მასაც 30 აქვს მოგროვებული... თამაში შინ - ასპინძის რაგბის ბაზაზე ჩატარდება...
მეტოქეს ფხიზლად დაუხვდებით და ვეცდებით, ამ თამაშიდანაც უქულოდ არ გამოვიდეთ...
და რაც მთავარია, თქვენი, გულშემატკივრების, მხარდაჭერის იმედი გვაქვს... ყველას გელოდებით 1 ნოემბერს, 14 საათზე, ასპინძის რაგბის ბაზაზე..." - წერენ  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

| Print |