სპორტი
ახალქალაქელმა ნაირ მელიქიანმა გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა
სომხეთის ქალაქ ერევანში, 10 ნოემბერს შერეული საბრძოლო ხელოვნების MIX Fight 44-ის ტურნირზე ახალქალაქელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა.

ნაირ მელიქიანი სომხეთს, მისი მოწინააღმდეგე კი ირაქს წარმოადგენდა.

„ჩვენ ველოდებოდით ასეთ შედეგს, ჩვენ გვჯეროდა ჩვენი სპორტსმენისა, ეს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ჯავახეთის გამარჯვებაცაა“,- ამბობს ტრენერი ადამ აივაზიანი.

ნაირ მელიქიანის სახელს არაერთი ჯილდო უკავშირდება.

2018 წლის თებერვალში, ერევანში გამართულ ჩემპიონატზე, რომელშიც სომხეთის, ირანისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მან ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

ნაირ მელიქიანი მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მან ჩემპიონის ტიტული კიდევ ოთხჯერ – 2013, 2014, 2015 და 2016 წლებშიც მოიპოვა.

| Print |