სპორტი
ფრენბურთში, ფინალური თამაში გაიმართება
ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ქალთა გუნდებს შორის ნახევარფინალური თამაშები გაიმართა, სადაც ფინალისტები გამოვლინდნენ.

ფინალური თამაშები, 14 ნოემბერს,ახალციხის სასპორტო სკოლაში, გაიმართება.

პირველი ადგილისთვის ერთმანეთს კოსტავას ქუჩისა და ვეტერანების გუნდები დაუპირისპირდებიან, ხოლო მესამე ადგილისთვის მე-5 საჯარო სკოლისა და სოფელ ტყემლანის გუნდები იბრძოლებენ.

გამარჯვებულებს მერიისგან თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური ორგანიზატორობს.
| Print |