სპორტი
ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს მედალი მოიპოვეს
ქალაქ ტურინში ქართველმა წყვილმა, ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში, გიორგი რევიამ და მარია კოზაკოვამ ოქროს მედლები მოიპოვეს.

გრან პრის ფინალზე საქართველოსთვის ეს პირველი ოქროს მედალია.

ფინალში ექვსი საუკეთესო წყვილი მონაწილეობდა.

გამარჯვებულმა წყვილმა 174,9 ქულა დააგროვა და ამერიკელ წყვილს 0,16 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე გასულ რუს წყვილს კი 10,68 ქულით აჯობა.



| Print |