სპორტი
ახალქალაქელი სპორტსმენები უკრაინიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

 

K1 უკრაინის ღია ჩემპიონატზე, ახალქალაქელმა მოკრივეებმა ხუთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კიკბოქსინგის ჩემპიონატში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 17 სპორტსმენმა, მათგან 7 ახალქალაქის სპორტული კომპლექსის წევრია. ისინი ექვსი საპრიზო ადგილით დაბრუნდნენ.

მათ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს სარქის ტონაკანიანმა, რაზმიკ კამალიანმა, შურა დარბინიანმა, ნოდარ დარბინიანმა და ვარდან გასპარიანმა. მესამე ადგილს დასჯერდა იგიტ კიურეგიანი.

ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში, ქალაქ ლვოვში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა შვიდი ქვეყნის 8-დან 16 წლამდე სპორტსმენებმა მიიღეს.

 

| Print |