სპორტი
ახალციხელმა კარატისტებმა შოტოკანის ტურნირში გაიმარჯვეს (ვიდეო)
21 დეკემბერს ქალაქ ახალქალაქში, საქართველოს მასშტაბით, ღია ტურნირი გაიმართა, სადაც 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 

ტურნირი ორ ნაწილად - ბიჭებისა და გოგონათა კატეგორიებად იყო დაყოფილი. შეჯიბრი ძირითადად 14-15- სა და 16-17 წლის მოზარდებს შორის გაიმართა.

ახალციხის კლუბიდან ტურნირზე 18 მონაწილე - სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში იყო წარმოდგენილი.

საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ რობი მურადიანსა და ნელი პარუნაშვილს წინარე სამსაჯო ლიცენზია გადასცა.

| Print |