სპორტი
ასპინძელმა გოგოებმა ძიუდოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილები დაიკავეს
ასპინძელი ძიუდოისტები - მარიამ ფოცხვერაშვილი და ანი ბერიძე ჩემპიონატიდან ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. მარიამ ფოცხვერაშვილმა 48 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა. ანი ბერიძე კი 70კგ წონით კატეგორიაში ამჯერად მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. 

ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონატი 2003-2005 წლებში დაბადებულ გოგოებს შორის,
5 თებერვალს, თბილისში გაიმართა. შეჯიბრება შვიდ წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ.
| Print |