სპორტი
ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციმ ბაკურიანში შეხვედრა გამართა
ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დღეს, ექვს თებერვალს ბაკურიანს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა, კომისიის წევრებთან ერთად, შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა.

ვიზიტის მიზანი იყო, რომ კომისიის წევრებს ადგილზე დაეთვალიერებინათ და შემდგომ შეეფასებინათ ქვეყნის შესაძლებლობა, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად.

დელეგაციამ ბაკურიანში ოლიმპიური სოფლის მოსაწყობად შესაძლო ადგილები დაათვალიერა. ასევე, მათ მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, ქართული მხარის გეგმებსა და პერსპექტივებზე.

| Print |