სპორტი
სარაგბო კლუბი „ტაო“ ჩემპიონატის ლიდერს შეხვდება
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ გასვლითი თამაშისთვის ემზადება. კვირას, 23 თებერვალს, მესხი მორაგბეები ქუთაისის „არესს“ შეერკინებიან. პირველი ლიგის თამაში ქუთაისში გაიმართება.

„არესი“ პირველი ლიგის ლიდერი გუნდია, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, „ტაო“ კი მეხუთე პოზიციაზეა. მესხმა მორაგბეებმა იციან, რომ წინ რთული მატჩი ელით.

„ცამეტიდან ცამეტი თამაში აქვს მოგებული, უძლიერესი გუნდია, ამიტომ ამ შეხვედრისას ჩვენ არ გვაქვს ლაპარაკი მოგებაზე, მთავარია კარგად ვითამაშოთ. ეს სეზონი ისედაც ახალგაზრდების გამოცდისთვის გვაქვს. გვინდა უფრო მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა მივიღოთ გინდში. მათი შერჩევის და გამოცდის პერიოდი გვაქვს. მომავალ სეზონზე სხვა გეგმები უნდა დავისახოთ“, - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.
| Print |