სპორტი
ადიგენელი მოჭიდავე ანრი ხოზრევანიძე საქართველოს ჩემპიონია

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ანრი ხოზრევანიძე, 41 კგ. წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონია. ირაკლი შაინიძემ კი მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს პირველობა 16 წლამდე ჭაბუკთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ორი დღის განმავლობაში გურჯაანში იმართებოდა. ფინალური შეჯიბრებები დღეს, შვიდ მარტს გაიმართა.

შეხვედრები 10 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. ადიგენიდან, მინდია შაინიძის ხუთი მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას.

"ჩემთვის გასაკვირი არ იყო ანრის გამარჯვება, რადგან მანამდეც მან ყველა საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირი მოიგო. ასე რომ, კმაყოფილი ვარ. მომზადებაც კარგად გაიარა", - გვითხრა მწვრთნელმა მინდია შაინიძემ.

პირველი ადგილის გარდა, ანრი ხოზრევანიძემ ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიაც მოიპოვა. სპორტსმენი ბულგარეთში საჭიდაოდ სამ ივნისს გაემგზავრება.

 

| Print |