სპორტი
რაგბის მატჩი მაყურებლის გარეშე
რაგბის ფედერაციის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო რუსეთს შორის დაგეგმილი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის ფედერაციამ გაავრცელა. თამაში 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება.

,,ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის",
— წერია განცხადებაში.
| Print |