რეგიონი
სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა

 

სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომაროების კომენდანტმა, სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მიიღო.

გადაწყვეტილების თანახმად, სომხეთის მთელ ტერიტორიაზე იზღუდება მოქალაქეთა გადაადგილების უფლება და ამოქმედდება სავალდებულო თვითიზოლაცია, რათა მოქალაქეთა კონტაქტები შეიზღუდოს და კორონავირუსის გავრცელება შეიზღუდოს.

როგორც განკარგულებაშია ნათქვამი, მოქალაქეებს აქვთ უფლება, აირჩიონ თვითიზოლაციის ადგილი, რომელიც ამ რეჟიმის ამოქმედებამდე არ შეიცვლება.

იზღუდება გადაადგილება სომხეთის სხვადასხვა რაიონებს შორის.

პირველი აპრილის 14:00 საათიდან სომხეთის პოლიციამ და უშიშროების საბჭომ, მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების მეთვალყურეობის მიზნით, საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო. 

სავალდებულო თვითიზოლაცია სომხეთში 12 აპრილამდე გაგრძელდება.

 

| Print |