სპორტი
"რაგბი გუნდური ვარჯიშია და ეს არის ჩვენი გაჭირვება" - მესხი მორაგბე

 

კორონავირუსის პანდემიის გამო, რაგბიში საქართველოს ჩემპიონატი შეჩერდა. სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“, რომელიც რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტმა ჩამოაყალიბა, პირველ ლიგაში ასპარეზობდა. გუნდს სამი თამაში აქვს დარჩენილი. თითქმის, სამი თვეა ვარჯიში შეაჩერეს სპორტსმენებმაც. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გუნდს კვირაში ოთხი ვარჯიში ჰქონდა, ორი ახალციხის სტადიონზე, ორი კი ასპინძის სარაგბო ბაზაზე.

მესხი მორაგბეები ამბობენ, რომ ფორმას შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ, თუმცა გუნდს ძველი მდგომარეობის აღდგენისთვის, რამდენიმე თვე დასჭირდება. ერთიან ვარჯიშს სავარაუდოდ, შემოდგომიდან განაახლებენ. მორაგბეებს დატვირთული დღეები ელით, რადგან ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ახალი სეზონისთვის მომზადება უნდა დაიწყონ.

 


| Print |