სპორტი
შეჯიბრების წინ, სპორტსმენებმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ - ახალი პროტოკოლი


შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი;

დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება
- ეს ამონარიდია პროტოკოლიდან, რომელიც მთვარობამ სპორტსმენებისთვის დროებით, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად შეიმუშავა.

შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გამონაკლისი სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით დაიშვება, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას.

სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებისთვის განისაზღვრა 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა. სპორტის ეს სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი.

სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებმა უნდა დაიცვან 2 მეტრზე მეტი დისტანცია. სპორტის ეს სახეობებია: კანოე, მშვილდოსნობა, საავტომობილო სპორტი, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფარიკაობა, მეკლდეურობა, ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური), სროლა, საცხენოსნო სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ათლეტიზმი, სათხილამურო სპორტი, მძლეოსნობა.

გთავაზობთ რეკომენდაციების ჩამონათვალს სრულად:

ძირითადი რეკომენდაციები:
  • შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია სრული ნორმების დაცვით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების შესაბამისად;
  • კარანტინი/თვითიზოლაციის დროს, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ვარჯიშთან დაკავშირებული თანამშრომლის ბაზიდან გასვლა, ან უცხო პირების ბაზაზე შესვლა;
  • კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) ან სწრაფი ტესტით (ანტიგენ+ანტისხეულის ტესტი), ხოლო სწრაფი ტესტის დადებითი შედეგის შეთხვევაში კი პჯრ-ტესტირება;
  • შეკრებაზე და შეჯიბრზე უნდა მოხდეს მხოლოდ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირების დაშვება;
  • შეკრების ან შეჯიბრის დასრულებამდე უნდა გამოირიცხოს სპორტსმენების კონტაქტი გარეშე პირებთან;
  • კომპეტენტური პირების მიერ უნდა მოხდეს სპორტული ბაზების შერჩევა ქვეყანაში არსებული პრაქტიკისა და დადგენილი ნორმების გათვალისწინებით;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ უნდა განისაზღვროს შეკრებასა თუ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენთა და მთელი პერსონალის შესაძლებელი მინიმალური რაოდენობები;
  • უნდა აიკრძალოს შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (სასტუმრო, სპორტული ბაზის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, მოედანი, დარბაზი, წინასწარ განსაზღვრული სხვა სავარჯიშო სივრცე, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;
  • სპორტული კლუბებისა და ნაკრები გუნდების კვებისა და დასუფთავების სამუშაოების გატარების დროს დაცული უნდა იყოს ყველა ის ნორმა, რომელიც დადგენილია შესაბამისი უწყებების მიერ;
  • შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს საკარანტინო ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა;
  • ბაზებზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნორმების დაცვის გარე და შიდა მონიტორინგი (შიდა მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ დადგენილმა პასუხისმგებელმა პირმა, რომელსაც ასევე გავლილი ექნება კარანტინი და/ან 2-3 დღით ადრე ჩატარებული - პჯრ-ტესტირება);
  • გარე მონიტორინგი უნდა განახორციელოს სამინისტროსა და სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ დადგენილმა პასუხისმგებელმა პირმა, რომელსაც ასევე გავლილი ექნება კარანტინი/თვითიზოლაცია და/ან ჩატარებული - 2-3 დღით ადრე ტესტირება;
  • სპორტულ გუნდებთან და სპორტულ ბაზებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი უნდა გააჩნდეს ცოდნა ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებზე.
შენიშვნა: არაკონტაქტური სახეობებისათვის შეჯიბრის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხერხდება არაკონტაქტური სახეობებისათვის დადგენილი სავარჯიშო პირობების დაცვა.
  • სპორტსმენებსა და პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი. ცხელების დაფიქსირების შემთვევა უნდა აღრიცხოს და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს - 112.
  • თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ. დამატებით შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;
  • საერთო მოხმარების სივრცეებში უნდა დაიცვათ დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა და სხვა ნარჩენებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში უნდა განათავსოთ დახურული კონტეინერები, რომელებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და შემდგომი მართვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. აღნიშნული ნარჩენების დროული გატანა უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურის მიერ;
  • უნდა უზრუნველყოთ არსებული დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ არის უნდა გამოიყენოთ ხელოვნული ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის მიწოდებით, ცირკულაციითა და გარეთ გადინებით; უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;

 

  • ყოველი ვარჯიშის ბოლოს უნდა უზრუნველყოთ სავარჯიშო სივრცის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია;
  • ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ უნდა ჩატარდეს დახურული სივრცეების განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარებების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით;
  • თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას უნდა განთავსოთ ხელის ჰიგიენის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.
  • არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობები
  • სავარჯიშო პროცესი ღია სივრცეში უნდა განხორციელდეს ჩართულ პირთა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით;
  • სავარჯიშო პროცესი დახურულ სივრცეში უნდა განხორციელდეს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ერთდროულად არა უმეტეს 5 პირისა;
  • ვარჯიშზე სპორტსმენები და სხვა ჩართული პირები უნდა გამოცხადდნენ სავარჯიშო ფორმით;
  • უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით);
  • დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით, ხოლო გასახდელებში არ არის თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები და ინდივიდუალურ სივრცეებს შორის არ არის უზრუნველყოფილი მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია;
  • სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.);
  • სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და სავარჯიშო სივრცის სრული დეზინფექცია, ხოლო ვარჯიშში ჩართულმა პირებმა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა;
  • დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელების სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო დახურულ სივრცეში სპორტმენის (რომელიც უშუალოდ ჩართულია ვარჯიშში/თამაშში) გარდა სხვა პირებს უნდა ეკეთოთ პირბადე.

    დამატებითი მოთხოვნები დახურული სივრცეებისთვის

  • დახურულ სივრცის შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერი, რომელიც დეზინფექტანტით რეგულარულად უნდა განახლდეს;
  • პერიოდულად უნდა ჩატარდეს სანიტარული შესვენებები;
  • უნდა უზრუნველყოთ სავარჯიშო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით:
  • გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;
  • არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
  • სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
  • სანიტარულ კვანძებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;
  • უზრუნველყავით მოაჯირების, კარების სახელურების, და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;
  • უზრუნველყავით სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;
  • დარბაზის/სივრცის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
  • ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად.
  • სპორტსმენებისა და პერსონალის ვალდებულებები:
  • ვარჯიში განახორციელეთ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • სავარჯიშო სივრცეში და ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;
  • მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
  • საერთო სარგებლობის სივრცეებში (გარდა სავარჯიშო სივრცეებისა) ნიღბების ტარება სავალდებულოა;
  • ვარჯიშის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სავარჯიშო/სათამაშო სივრცეები და ის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ ვარჯიშის პროცესის მიმდინარეობისას;
  • კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთნ ხელების დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;
  • თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;უზრუნველყავით სავარჯიშო/საშეჯიბრო სივრცის დროული დასუფთავებადა ნარჩენების დროული გატანა;
  • ყოველი დღის შემდგომ უზრუნველყავით სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, სრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ შესაბამისი დანართის შესაბამისად.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 19 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 Girişporn moviecasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.com hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbet girişsekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahispremikssigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywin