რეგიონი
ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობა 83 წლამდე შეეძლება
ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი მოიგო. მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა 2036 წლამდე ექნება.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა. ხმების 100 %-ის დათვლის შემდგომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 77,9%-მა დაუჭირა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ხმის დათვლის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე და სამართლიანი იყო.

ამ ცვლილებებით, პუტინს, რომელიც 67 წლის არის, 83 წლამდე ექნება პრეზიდენტად ყოფნის შესაძლებლობა.

რეფერენდუმის შედეგს არ იზიარებს ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. მისი თქმით, რეფერენდუმი დადგმული შოუ იყო, რათა პუტინს სიკვდილამდე პრეზიდენტობის შესაძლებლობა მოეპოვებინა.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ შედეგებს”
, – განაცხადა ნავალნიმ სპეციალური ვიდეომიმართვისას.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გარეშე პუტინს საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს ეწურებოდა.

| Print |