სპორტი
მთავრობამ სპორტდარბაზებზე გადაწყვეტილება სპეციალისტებთან შეთანხმებით მიიღოს - სპარტაკ თაქთაქიძე

 

შეზღუდვების მოხსნის გეგმის მიხედვით, სპორტული დარბაზების გახსნა ბოლო ეტაპზე, ექვს ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ხელისუფლების განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის გამო, ფიტნეს კლუბების ხელმძღვანელები რამდენიმე დღეა დედაქალაქში საპროტესტო აქციას მართავენ და მიზეზების განმარტებას ითხოვენ, რატომ არ ეძლევათ მუშაობის ნებართვა.

ხუთი თვეა დაკეტილია ახალციხეში მოქმედი ერთადერთი სპორტდარბაზი. ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში სპარტაკ თაქთაქიძე ხელისუფლებას ურჩევს, სპეციალისტებთან და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს, რათა საკითხი აქციების გარეშე, შვიდობიანი გზით მოგვარდეს.

 


| Print |