სპორტი
ახალციხის ქალთა საფეხბურთო კლუბმა მცხეთის გუნდი დაამარცხა
ახალციხის ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ზარზმა" მცხეთის გუნდი დაამარცხა. ახალციხელმა გოგონებმა მატჩი ანგარიშით 3:0 მოიგეს. გოლების ავტორები ანუკი ივანიძე და მარიამ ოთანაძე არიან. 

ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში ეს "ზარზმა"–ს მეხუთე თამაში და რიგით მეორე გამარჯვებაა.

თამაში ახალციხის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. 

მომდევნო თამაშს გოგონები სოხუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავენ.

ქალთა ეროვნული ლიგის თამაშები მიმდინარე წლის 9 აგვისტოს დაიწყო.

ახალციხის "ზარზმა" 2013 წელს დაარსდა, ხოლო ქალთა ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა 2019 წლიდან დაიწყო.
| Print |