სპორტი
ახალციხის საფეხბუთო გუნდმა "სამცხემ" ცხინვალის "ლიახვი" დაამარცხა
ახალციხის ახლადშექმნილმა საფეხბურთო გუნდმა "სამცხე"–მ ცხინვალის "ლიახვთან" გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მასპინძლებმა სტუმარი გუნდი ანგარიშით 2:1–ით დაამარცხეს.

თამაში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ფარგლებში გაიმართა.

ჩატარებული 5 შეხვედრიდან "სამცხე"–ს ანგარიშზე სამი მოგებული მატჩია.

გუნდი მომდევნო თამაშს "მესხეთთან" გამართავს.
| Print |