სპორტი
"სამცხე" "მესხეთის" წინააღმდეგ - ახალციხის გუნდები ერთმანეთის პირისპირ
ახალციხის "სამცხესა" და ახალციხის "მესხეთს" შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. შეხვედრა "სამცხეს" სასარგებლოდ ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გუნდები ერთმანეთს თბილისში 35–ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე დაუპირისპირდნენ.

თამაშები საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ფარგლებში იმართება.

ჩატარებული 6 შეხვედრიდან "სამცხე"–ს ანგარიშზე უკვე ოთხი მოგებული მატჩია.

შედეგად „სამცხე" სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეხუთე ადგილზეა.
| Print |